ყველა სპორტული სიახლე: ლევან ხარაზოვი

კარლაილი: "ტრავმების გამო "დალასმა" 60 მილიონის მოთამაშეები დაკარგა"

"დალას მავერიკსის" მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა გუნდში არსებული ტრავმების ეპიდემიის შესახებ ისაუბრა.

ბილდი: ქართველმა მესიმ ლეტიერის სამსახური შეუნარჩუნა

გერმანული პრესა გიორგი ჭანტურიას გოლს გამოეხმაურა.

დარასელიამ "ტორპედო" დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ქუთაისური კლუბის ვებგვერდის ცნობით, წარუმატებელი თამაშის გამო გიორგი დარასელიამ კლუბის დამრიგებლის თანამდებობა დატოვა.

მარტინ ონილი: "გერმანიისთვის მზად ვართ"

ირლანდიის ნაკრების თავკაცმა, მარტინ ონილმა, გერმანიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელები ჩვენს მომავალ მეტოქეს ხუთშაბათს დაუპირისპირდებიან.

კონტე: "ბალოტელი ნაკრებისთვის მზად არ არის"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა. "სკუადრა აძურა" ორ უახლოეს შეხვედრას "მილანის" ფორვარდის გარეშე ჩაატარებს.

ჯგერენაია კარიერას ლიტვაში გააგრძელებს

25 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ჯგერენაია კარიერას ლიტვურ "ნევეზის კედაინიანის" შემადგენლობაში გააგრძელებს.

მეტრეველის უქულო სტარტი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში "კაპო დ'ორლანდომ" "კანტუს" უმასპინძლა და 73:65 დაამარცხა.

პირველი ლიგა: "გაგრა" "კოლხეთთან" დამარცხდა

პირველ ლიგაში მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. სათამაშო დღის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება მუხრანში შედგა, სადაც "გაგრამ" ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი იწვნია.

ბურჯანაძის 15 ქულამ "კორუნიას" ვერ უშველა

გასულ უქმეებზე ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა დაიწყო. ბექა ბურჯანაძის "კორუნიამ" საკუთარ მოედანზე "პალენსიას" უმასპინძლა და 78-89 დამარცხდა.