ყველა სპორტული სიახლე: მშვილდოსნობა‎

სპორტის მინისტრმა ევროპის გრან პრიზე გამარჯვებულ ქალ მშვილდოსანთა ნაკრებს უმასპინძლა

#MySports საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები პოლონეთში გამართული "ევროპის დიდი პრიზის" გამარჯვებული გახდა.

ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

29 სექტემბერს, სამინისტროში ჩატარდა მშვილდოსნობის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. მოქმედმა პრეზიდენტმა და ერთადერთმა კანდიდატმა ხათუნა ნარიმანიძემ განვლილ წლებში გაწეული საქმიანობა შეაფასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

სექტემბერი 30, 2016 10:35 MySports.ge მშვილდოსნობა‎

რიო 2016: ხათუნა ნარიმანიძე 1/32 ფინალში დამარცხდა

რიოში მიმდინარე ქალ მშვილდოსანთა შეჯიბრში 1/32 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელ ლიდია სივჩენიკოვას დაუპირისპირდა და სამი სეტის ჯამში 1:7 (25:25, 24:25, 24:27, 27:28) დამარცხდა.

მშვილდოსნებმა ვერცხლის მედალს გაარტყეს

ნოტინგემში დასრულებულ მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მაისი 30, 2016 09:16 MySports.ge მშვილდოსნობა‎

ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ევროპირველობის ფინალშია

ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრები, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინას შეხვდება.

მაისი 26, 2016 07:05 MySports.ge მშვილდოსნობა‎

ქალ მშვილდოსანთა ნაკრების ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატიდან! (ვიდეო)

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დასრულდა მშვილდოსანთა ზამთრის მსოფლიოს პირველობა, სადაც ქართველი სპორტსმენებიც გამოვიდნენ და ინდივიდუალური შეჯიბრებისგან განსხვავებით გუნდურ პირველობაში იყოჩაღეს - ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა, რომელსაც თამაზ ფუტკარაძე წვრთნის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მშვილდოსნები საქართველოს თასს ათამაშებენ

მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშება 27 ოქტომბერს დაიწყო და 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.