ყველა სპორტული სიახლე: ფარიკაობა‎

ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა მჭედლიძე აირჩიეს

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 21 დეკემბერს გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოფარიკავე, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი და ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ზაზა მჭედლიძე აირჩიეს.

დეკემბერი 22, 2016 09:52 MySports.ge ფარიკაობა‎

რიო 2016: სანდრო ბაზაძემ პირველი ეტაპი დაძლია!

რიოში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა შეჯიბრში ჩაება ქართველი სანდრო ბაზაძე, რომელიც სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე გამოდის და ბრაზილიელ რენზო აგრესტასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - ბაზაძემ 15:3 მოიგო და მე-1/16 ფინალში გავიდა.

აგვისტო 10, 2016 20:09 MySports.ge ფარიკაობა‎, რიო 2016

სანდრო ბაზაძის ვერცხლის მედალი მადრიდიდან (ფოტო)

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ, რომელიც სამგზის ევროპის ჩემპიონია - ერთხელ იუნიორებში და ორჯერ ახალგაზრდებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მინისტრმა მოფარიკავეთა ნაკრებს წარმატება მიულოცა (ვიდეო)

10 მაისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

მაისი 10, 2016 12:34 MySports.ge ფარიკაობა‎

საქართველოს 23-წლამდელ მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

მაისი 04, 2016 17:02 MySports.ge ფარიკაობა‎

სანდრო ბაზაძე ახალგაზრდული ევროპირველობის გამარჯვებულია!

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! ბაზაძემ ნახევარფინალური ორთაბრძოლა რუს ალექსანდრ ტრუშაკოვს 15:13 მოუგო და ფინალში გავიდა.

სანდრო ბაზაძე U-23 ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს! ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მიმდინარე შეჯიბრების ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი 15:13 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მოფარიკავეების ბრინჯაო იტალიიდან

იტალიურმა პადოვამ მოფარიკავეთა შორის ევროპის თასის გუნდური გათამაშების მორიგ ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 8 ქვეყნის მოფარიკავეები გამოვიდნენ.

თებერვალი 02, 2016 10:29 MySports.ge ფარიკაობა‎

სანდრო ბაზაძე სტამბოლში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

სანდრო ბაზაძე სტამბოლში გამართული მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა, მიხეილ მარდალეიშვილმა და ბექა ბაზაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

იანვარი 10, 2016 19:26 MySports.ge ფარიკაობა‎