ყველა სპორტული სიახლე: პარასპორტი

„ფრანს ფუტბოლი“:„კანკავა, დელიკატური ენის ბარიერი“

ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა“ საქართველოს ფეხბუთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტან და „რეიმსის“ ნახევარმცველ ჯაბა კანკავას სტატია მიუძღვნა სათაურით: „კანკავა, დელიკატური ენის ბარიერი“.

ანანიძე კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამის შესახებ „სპარტაკის“ პრესსამსახური იუწყება.

ებრალიძემ „ჟილ ვისენტეს“ ეფექტური გოლით მოაგებინა

პორტუგალიის საფეხბურთო სეგუნდა ლიგის მე-9 ტურში, „ჟილ ვისენტე” სახლში „ორიენტალს“ შეხვდა და ავთო ებრალიძის გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და 38-ე წუთზე „მაკრატელათი“ ეფექტური გოლი გაიტანა. „ჟილ ვისენტე“ 12 ქულით 24-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-13 ადგილზეა.