ყველა სპორტული სიახლე: ფეხბურთი

ებრალიძემ „ჟილ ვისენტეს“ ეფექტური გოლით მოაგებინა

პორტუგალიის საფეხბურთო სეგუნდა ლიგის მე-9 ტურში, „ჟილ ვისენტე” სახლში „ორიენტალს“ შეხვდა და ავთო ებრალიძის გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და 38-ე წუთზე „მაკრატელათი“ ეფექტური გოლი გაიტანა. „ჟილ ვისენტე“ 12 ქულით 24-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-13 ადგილზეა.

"საბურთალომ" ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში პირველი თამაში წააგო

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად დანიის "მიდტიულანდთან" 1:3 დამარცხდა.