ყველა სპორტული სიახლე: ვიდეო

ტური ორი ცენტრალურით

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დადგომამდე, საქართველოს 27-ე საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტური შაბათ-კვირას გაიმართება. უდავოა, რომ ცენტრალური შეხვედრები თბილისსა და სამტრედიაში შედგება. „დინამო“ ბათუმელ თანამოსახეელეებს მიიღებს, ხოლო გალიდერებული „დილა“ სამტრედიას ეწვევა.

ევროპა ლიგა: სენსაციური მეორე ტური

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება „მონაკოსა“ და „ტოტენჰემს“ შორის შედგა და ფრედ დასრულდა. გამარჯვებული ვერც დღის კიდევ ერთ გამორჩეულ შეხვედრაში გამოვლინდა, რომელშიც „სელტიკმა“ და „ფენერბაჰჩემ“ ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს.

კვირკველიამ ქულა აიღო, ქეცბაია კვლავ დამარცხდა

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 რაუნდში, B ჯგუფში მოასპარეზე ყაზანის „რუბინმა“, სადაც სოლომონ კვირკველია გამოდის, საფრანგეთის „ბორდო“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

„ჯორჯიანსმა“ უეფას ფუტსალის თასზე პირველი მატჩი მოიგო

თბილისის „ჯორჯიანსმა“ („თელასი“), რომლის მოთამაშე-მწვრთნელი ავთო ასათიანია, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდის 1 ჯგუფის სასტარტო მატჩში მასპინძელი აპოელ-ი 5:1 დაამარცხა.

ჭანტურია გერმანიის ვიზას ელის

მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „დუისბურგის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია თბილისშია და გერმანიის ვიზას ელის. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი liga-zwei.de იუწყება.

„ფრანს ფუტბოლი“:„კანკავა, დელიკატური ენის ბარიერი“

ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა“ საქართველოს ფეხბუთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტან და „რეიმსის“ ნახევარმცველ ჯაბა კანკავას სტატია მიუძღვნა სათაურით: „კანკავა, დელიკატური ენის ბარიერი“.

ანანიძე კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამის შესახებ „სპარტაკის“ პრესსამსახური იუწყება.

ებრალიძემ „ჟილ ვისენტეს“ ეფექტური გოლით მოაგებინა

პორტუგალიის საფეხბურთო სეგუნდა ლიგის მე-9 ტურში, „ჟილ ვისენტე” სახლში „ორიენტალს“ შეხვდა და ავთო ებრალიძის გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და 38-ე წუთზე „მაკრატელათი“ ეფექტური გოლი გაიტანა. „ჟილ ვისენტე“ 12 ქულით 24-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-13 ადგილზეა.

"საბურთალომ" ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგაში პირველი თამაში წააგო

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" ჭაბუკთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად დანიის "მიდტიულანდთან" 1:3 დამარცხდა.