ყველა სპორტული სიახლე: საქართველო

ალბერტ სელადესს თბილისში უძლიერესი შემადგენლობა მოჰყავს

ესპანეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა, ევრო-2017-ის შესარჩევ ციკლში 7 ოქტომბერს სტუმრად ქართველ, ხოლო 13 ოქტომბერს სახლში შვედ თანატოლებთან გასამართი მატჩისთვის, შეკრებაზე მიწვეულ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა.

„ჯორჯიანსმა“ უეფას ფუტსალის თასზე პირველი მატჩი მოიგო

თბილისის „ჯორჯიანსმა“ („თელასი“), რომლის მოთამაშე-მწვრთნელი ავთო ასათიანია, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში უეფას ფუტსალის თასის ძირითადი რაუნდის 1 ჯგუფის სასტარტო მატჩში მასპინძელი აპოელ-ი 5:1 დაამარცხა.

ადვოკატი შესაძლოა მაცარიმ შეცვალოს

როგორც Tuttosport იუწყება 53 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ვალტერ მაცარიმ შესაძლოა "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი შეცვალოს, რისი მიზეზიც „სანდერლენდის“ წარუმატებელი გამოსვლაა.