ყველა სპორტული სიახლე: ფიგურული ციგურაობა

“ბორჯღალოსნებმა“ რუსეთის ნაკრები დაამარცხეს (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრები 24:7 დაამარცხა და რაგბი ევროპის გათამაშებაში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. მილტონ ჰეიგის გუნდმა პრემიალური ქულა ვერ აიღო, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს 19 მარტს თბილისში ელის. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე“ უმთავრეს კონკურენტს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რუსეთი - საქართველო, მატჩამდე 24 საათით ადრე

დღეს გამთენიას ბორჯღალოსნები სოჭში გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ - საქართველოს ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მე-20 რკენა ხვალ, 12 მარტს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება

VIDEO EXCLUSIVE - გიორგი ჩხაიძე: “რუსეთთან ყველა თამაში განსაკუთრებულია“

4 მსოფლიოს თასის მონაწილე, ერთა თასის შვიდგზის გამარჯვებული, 89 კეპი “ბორჯღალოსნების“ მაისურით, უამრავი გამორჩეული და დასამახსოვრებელი შეხვედრა, ათამდე გუნდი საკლუბო კარიერაში და მთავარი - გულშემატკივრის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც - 34 წლის გიორგი ჩხაიძემ თითქმის 15 წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში მოიპოვა.

მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაიწყო მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. შეჯიბრებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ.

მარსაგიშვილი ევროპულ ბრინჯაოს შეუტევს

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დავით მარსაგიშვილი (86კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ჭანტურიას გოლი მეორე ბუნდესლიგაში (ვიდეო)

„დუისბურგის“ შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

ქალ მშვილდოსანთა ნაკრების ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატიდან! (ვიდეო)

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დასრულდა მშვილდოსანთა ზამთრის მსოფლიოს პირველობა, სადაც ქართველი სპორტსმენებიც გამოვიდნენ და ინდივიდუალური შეჯიბრებისგან განსხვავებით გუნდურ პირველობაში იყოჩაღეს - ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა, რომელსაც თამაზ ფუტკარაძე წვრთნის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რიო-2016-ის დაწყებამდე 5 თვით ადრე საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 20 ლიცენზია აქვს

რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელიც 5-21 აგვისტოს ბრაზილიაში გაიმართება 5 თვე დარჩა.

ჯამბულათ თედეევმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

8-13 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. რუსეთის ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცმა ჯამულათ თედეევმა ევროპის ჩემპიონაზტე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

8-13 მარტს ლატვიის დედაქალაქი რიგა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დასკვნით შეკრებაზე არიან გადასული და რიგაში გასამგზავრებლად ემზადებიან.