ყველა სპორტული სიახლე: კარატე

მჭედლიძის ლელო ქართველების "მონპელიესთან" (ვიდეო)

26 მარტს საფრანგეთის ტოპ 14-ში ქართული დერბი შედგა. თამაზ მჭედლიძის და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" დავით ქუბრიაშვილის და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" მიიღო და 21:45 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

23 მარტიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ორჯერად ვარჯიშებს გეგმავს.

ანტონ ფეიქრიშვილი SkySports-მა კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა (ვიდეო)

რუმინეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი იყო, ვინც მეტოქეს პირველ ტაიმში ორი ლელო გაუტანა. ფეიქრიშვილის თამაში ბრიტანულმა SkySports-მა დააფასა და გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

“დალას მავერიკსმა“ საქველმოქმედო აქცია გამართა (ვიდეო და ფოტოგალერეა)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა“ ახლახანს საქველმოქმედო აქცია გამართა, ღონისძიების მიზანი გუნდის საქველმოქმედი ფონდისთვის თანხის შეგროვება იყო, “დალასის“ ფონდი გაჭირვებულ ადამიანებს - ქალებს, ბავშვებს, ოჯახებს, სასწავლო ცენტრებს ეხმარება.

ზაზა ფაჩულიამ კევინ ლავს ბურთი მოპარა (ვიდეო)

“დალას მავერიკსის“ და “კლივლენდის“ შეხვედრის ერთ ეპიზოდში, რომელიც ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 99:98 მოიგო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა “კლივლენდის“ ვარსკვლავს კევინ ლავს ბურთი მოპარა.

ინციდენტი და ჩაშლილი მატჩი საქართველოს მეორე ლიგაში (ვიდეო)

მეორე ლიგის ცენტრალური ზონის შეხვედრა თბილისის "მარკ სტარსსა" და გურჯაანის "ალაზანს" შორის ჩხუბის გამო ჩაიშალა.

კახა ცხადაძეს ვლადიმირ ვაისი შეცვლის (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სლოვაკი ვლადიმირ ვაისი იმუშავებს. ინფორმაცია რადიო ჯაკომ გაავრცელა. ცნობას ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

ტრიუმფით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმო.

VIDEO EXCLUSIVE - გიორგი ჩხაიძე: “რუსეთთან ყველა თამაში განსაკუთრებულია“

4 მსოფლიოს თასის მონაწილე, ერთა თასის შვიდგზის გამარჯვებული, 89 კეპი “ბორჯღალოსნების“ მაისურით, უამრავი გამორჩეული და დასამახსოვრებელი შეხვედრა, ათამდე გუნდი საკლუბო კარიერაში და მთავარი - გულშემატკივრის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც - 34 წლის გიორგი ჩხაიძემ თითქმის 15 წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში მოიპოვა.

ხინჩეგაშვილი ფინალშია (ვიდეო)

რიგაში გრძელდება მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. დღეს, ხალიჩაზე გავიდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი ფალავანი - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და იაკობ მაქარაშვილი (74).