ადვოკატი შესაძლოა მაცარიმ შეცვალოს

როგორც Tuttosport იუწყება 53 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ვალტერ მაცარიმ შესაძლოა "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკატი შეცვალოს, რისი მიზეზიც „სანდერლენდის“ წარუმატებელი გამოსვლაა. 7 ტურის შედეგ დიკ ადვოკატის გუნდმა მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და პრემიერიგის ცხრილში ბოლო ადგილზეა.

შაბათს პრემიერლიგის მორიგი ტურია. „სანდერლენდი“ შინ „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდება. მასპინძელთა მარცხის შემთხვევაში შესაძლებელია ჰოლანდიელ მწვრთნელს თანამდებობა დაატოვებინონ, მისი ადგილი კი იტალიელმა მწვრთნელმა დაიკავოს.

ვალტერ მაცარის მხოლოდ იტალიურ ფეხბურთში მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი კარიერის გამორჩეული პერიოდი „ნაპოლიში“ გატარებულ წლებს უკავშირდება, სადაც 2009-2013 წლებში მოღვაწეობდა. მაცარი 2013-14 წლების სეზონში „ინტერს“ წვრთნიდა, მას შემდეგ კი უმუშევარია.

ნახეთ მეტი...