კარატისტების ოქრო და ბრინჯაო თბილისური ევროპირველობიდან

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დასრულდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე, რომელმაც ჩემპიონ-პრიზიორები ახალგაზრდებს შორის გამოავლინა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლის დასაკუთრება მოახერხა - ჩემპიონი ოთარ ესიტაშვილი გახდა (75-80 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ვაჟა ხუციშვილმა (60 კგ) მოიპოვა.

ესიტაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა უნგრელ ადამ კოვაჩს მოუგო. ხვალ, 14 მაისს შეჯიბრება უფროსი ასაკის კარატისტებში გაიმართება. ამასთან, ევროპის ჩემპიონატის გახსნა 16:00 საათზეა დაგეგმილი, 16:30 საათიდან კი ფინალური ბლოკი დაიწყება. ევროპის ჩემპიონატზე დასწრება უფასოა.

 

 

ნახეთ მეტი...