ანდრეი ზინჩენკო ევროპის ჩემპიონია!

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე კარატისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანდრე ზინჩენკომ (65 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზინჩენკომ, რომელიც ევროპის ჩემპიონი და შარშანდელი ევროპირველობის ვერცხლის-პრიზიორია მთელი შეჯიბრება დამაჯერებლად წარმართა, ფინალური ორთაბრძოლა კი ბულგარელ გიორგი ლოტაროვს ძალიან სწრაფად, სუფთა გამარჯვებით მოუგო. დღესვე, ქალთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თამარ ბიბილეიშვილმა (55-60 კგ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლევან წიკლაურმა (65-70 კგ). 

(ფოტოზე მარჯვნივ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანდრეი ზინჩენკო)

ნახეთ მეტი...