სანდრო ბაზაძის ვერცხლის მედალი მადრიდიდან (ფოტო)

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ, რომელიც სამგზის ევროპის ჩემპიონია - ერთხელ იუნიორებში და ორჯერ ახალგაზრდებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოფარიკავე ფინალში 9:15 დამარცხდა ფრანგ ოლიმპიურ ჩემპიონ ვინსენტ ანსტეტთან. შეგახსენებთ, ბაზაძე ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელია და აგვისტოში ძალებს რიოში მოსინჯავს.






ნახეთ მეტი...