ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. ეროვნული გუნდი 4-8 ნოემბერს ისრაელში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები მე-4 ჯგუფში გამოვა და მეტოქეებად ისრაელის, პორტუგალიის და ესტონეთის ნაკრებები ეყოლება.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფორმატი შეიცვალა - ნაკრებები მიმოსვლითი პრინციპით აღარ ითამაშებენ, ჯგუფური ეტაპის მატჩებს ერთი ქვეყანა უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფში აგრძელებს, სადაც გაცილებით ძლიერ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრილ ნაკრებს დაუპირისპირდება. გამარჯვებული ნაკრები, რომელიც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება 2017 წელს საფრაგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყო - ეროვნულ გუნდს ირაკლი კეკელიძის ნაცვლად ლევან მაისაშვილი გაწვრთნის. ნაკრები სასტუმრო “ბომონდ გარდენში“ ცხოვრობს და გლდანში ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში ვარჯიშობს. შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია, ერთადერთი, ვინც გუნდს გამოაკლდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რუმინული „ოდორჰეის“ ხელბურთელი ვლადიმერ რუსიაა.

ისრაელი. თელ ავივი. 4-8 ნოემბერი. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები

5 ნოემბერი: საქართველო - ისრაელი 6 ნოემბერი: საქართველო - პორტუგალია 7 ნოემბერი: საქართველო - ესტონეთი

mysports.ge

ნახეთ მეტი...