ლევან მატიაშვილი აბუ დაბიში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი მოჭიდავე ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს - მატიაშვილის მეტოქე ტუნისელი ფაისელ ჯაბალაჰი იქნება.

ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ იერჟან შინკეიევთან და პოლონელ მაციე სარნასკისთან გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეელ კიმ სუნგთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრის უფლება მოიპოვა.

გრან სლემზე მატიაშვილის გამოსვლამდე ალექსანდე მსხალაძემაც (100 კგ) იჭიდავა და პირველივე წრეში უნგრელ მიკლოს ცირჟენიკთან წააგო. აბუ დაბიში ფინალური ბლოკის შეხვედრები მოგვიანებით დაიწყება.

 

ნახეთ მეტი...