ქართულ კარატეს ყატარის პრინცესა გულშემატკივრობს

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია, მსოფლიოში ამჯერადაც ლიდერია, როგორც სპორტული შედეგებით ისე საშეჯიბრო-საორგანიზაციო საკითხებში. წლეულს საქართველოში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა ზეიმი გაიმართება! მსოფლიოს უმაღლესი დონის მებრძოლებს 19-22 მაისს ბათუმი უმასპინძლებს.

"ქართულ კარატეს ყატარის პრინცესა გულშემატკივრობს და სწორედ ამ მიზნით ჩამოდის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი. ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება თეორიულ-პტაქტიკული სემინარები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიო კლასის ოსტატები. აღნიშნულ სემინარებს უხელმძღვანებელს იაპონელი დიდებული ოსტატი სადახიტო კატო, ორჰა ოზაკი თურქეთიდან, გაბი მიხაელი ისრაელიდან, ეგვიპტელი ალი ნაშრალახი, ტომას გუჯა პოლონეთის წარმომადგენელი და მასუდ ჯაფარი, რომელიც ყველასთვის ცნობილია არაერთი მხატვრული ფილმიდან. საერთო ჯამში ფესტივალში 30 ქვეყნის 2000-ზე მეტი მებრძოლი მიიღებს მონაწილეობას. ასაკი 5 წლიდან 80 წლის ჩათვლითაა განსაზღვრული, რაც მეტისმეტად საინტერესო და აზარტულია სანახაობრივად. უნდა აღინიშნოს, რომ ყატარის პრინცესას ჩამობრზანება საქართველოში, ეს მსოფლიო მოვლენაა და ამ ამბის გასაშუქებლად ტელეკომპანია `ალჯაზირაც~ ეწვევა ბათუმს, რაც, მინიმუმ, გააათმაგებს ჩვენი ქვეყნის პოპულარობას მსოფლიოში. საქართველოს სამთავრობო პირების უმეტესობა დაესწრება ღონისძიებას და ერთად ვიზეიმებთ საბრძოლო თამაშების მსოფლიო ფესტივალს. ყატარის პრინცესა პრინცესა, სტამბული-თბილისის რეისით ჩამოფრინდება 20 მაისს, 23:00 საათზე და აეროპორტშივე გაიმართება სპეციალური პრესკონფერენცია. აქვე განვმარტავ, რომ საორგანიზაციო-ტექნიკურ კომიტეტში საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიოს ყველა ცნობილი ორგანიზატორი და ოსტატია ჩართული", _ განაცხადა ფესტივალის მთავარმა ორგანიზატორმა და მასპინძელმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.



 

ნახეთ მეტი...