ლევან მატიაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დამარცხდა

აბუ დაბიში გამართულ ძიუდოს გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) დაისაკუთრა.

ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, 1 ნოემბერს ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი დაკარგა მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა, ვინც გადამწყვეტი შეხვედრა ტუნისელ ფაისელ ჯაბალაჰისთან გაფრთხილებებით დათმო.

ბრინჯაოსთვის შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ იერჟან შინკეიევთან და პოლონელ მაციე სარნასკისთან გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეელ კიმ სუნგთან დამარცხდა.

mysports.ge

ნახეთ მეტი...