მარსიალი პრემიერლიგაში სექტემბერში საუკეთესოა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი ანტონი მარსიალი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ამავე ორგანიზაციის ვებგვერდი იუწყება, რომ 19 წლის ფრანგმა „ლესტერის“ ალჟირელ გარემარბ რიად მაჰრეზსა და „ვესტ ჰემის“  ფორვარდ დიმიტრი პაიეტს აჯობა.

მარსიალმა, რომლის „მონაკოდან“ შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 36 მილიონ გირვანქა დაუჯდა, სექტემბერში პრემიერლიგაში ჩატარებულ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა.

ნახეთ მეტი...