ხელბურთელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან გელაშვილმა მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც თითქმის ოპტიმალურია, ერთადერთი, ვინც გუნდს გამოაკლდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რუმინული „ოდორჰეის“ ხელბურთელი ვლადიმერ რუსიაა.

ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო და 4-8 ნოემბერს ისრაელში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები მე-4 ჯგუფში ისრაელის, პორტუგალიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფში გააგრძელებს. პლეი ოფში გამარჯვებული ნაკრები, რომელიც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება 2017 წელს საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები მეკარეები: შოთა თევზაძე (რეშიცა, რუმინეთი), გიგა ტორონჯაძე (სტუ) მარცხენა გარემარბები: უჩა გამზარდია (ფოთი), ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი) მარჯვენა გარემარბები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მაკედონია), გიორგი დიხამინჯია (პეგასი) პივოტები: უჩა მაისურაძე (ბათუმი), გიგა კოხრეიძე (პეგასი), ლევან ბერძენიშვილი (ბათუმი) უკანა ხაზი: ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმინეთი), სერგო დათუკაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), რატი მსხვილიძე (აქჩაბათი, თურქეთი), ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია (სამტრედია), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე (თავრიზი, ირანი)

მთავარი მწვრთნელი: ლევან გელაშვილი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა ექიმი: ლევან ლინნიკი

mysports.ge

ნახეთ მეტი...