მამუკა გორგოძის ლელო TOP-14-ში (VIDEO)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ტოპ-14-ში მორიგი ლელო გაიტანა. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გორგოძის “ტულონი“ სტუმრად “გრენობლთან“ 29:33 დამარცხდა.

ტულონელთაგან 2 ლელო სტეფან არმიტეიჯმა მიითვალა, ერთი - გორგოძემ. ორი გარდასახვა ჯონათან პელისიეს ანგარიშზეა, ერთიც დუ პლესის. პელისიემ ერთი საჯარიმოც ზუსტად დაარტყა. ტულონელთა სათადარიგო სკამზე იყო და შეცვლაზე ითამაშა კოტე მიქაუტაძემ.

“ტულონს“ 7 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-8 ადგილზეა. პირველი ადგილი 28 ქულით დავით ზირაქაშვილის და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონს“ უკავია.

გორგოძის გუნდი ტოპ-14-ში მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე 7 ნოემბერს ჩაატარებს. მეტოქედ კი გორგოძის ყოფილი და მიხეილ ნარიაშვილის ახლანდელი გუნდი - “მონპელიე“ ეყოლება.

ნახეთ მეტი...