მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის “ოცნების გუნდში“ (VIDEO)

რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესოების გამოვლენის დრო დადგა. დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, შედგა მსოფლიო თასის “ოცნების გუნდი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძეც მოხვდა. გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში მე-6 ნომრის პოზიციაზე შეიყვანეს.

“ბორჯღალოსანთა“ 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე კი წლის აღმოჩენის ჯილდოზე იყო წარდგენილი, ლობჟანიძემ 18 წლის ასაკში ითამაშა მსოფლიო თასზე და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც ამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. სპეციალურმა კომისიამ ამ ნომინაციაში ახალზელანდიელი ნეჰე მილნერ-სქადერი გამოარჩია.

ახალ ზელანდიელთა მგეზავი დენ კარტერი, “მსოფლიო რაგბიმ“ 2015 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა. წლის საუკეთესო მწვრთნელი ავსტრალიის ნაკრების თავკაცი მაიკლ ჩეიკა გახდა.

2015 წლის მსოფლიო თასი ოცნების გუნდი: 15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ნეჰე მილნერ სქადერი (ახალი ზელანდია), 13. კონარდ სმიტი (ახალი ზელანდია), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია), 10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია), 9. გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია); 1. მერკო აიერსა (არგენტინა), 2. სტეფან მური (ავსტრალია), 3. რამირო ერერა (არგენტინა), 4. ებენ ეცებეთი (სამხრეთ აფრიკა), 5. ლეონ ნაკარავა (ფიჯი), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. სხალკ ბერგერი (სამხრეთ აფრიკა), 8. დევიდ პოქოქი (ავსტრალია).

 

 

ნახეთ მეტი...