ქართველი ძმები პსჟ-ში (ვიდეო)

15 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე პსჟ-ს 16-წლამდე გუნდში ითამაშებს. ნიკოლოზის მსგავსად ფრანგული კლუბის შესაბამის ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა მისი ძმა, 8 წლის სანდრო ქუთათელაძე. ასე რომ ფრანგული გრანდის საფეხბურთო სკოლაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ითამაშებს.

ძმები პსჟ-ში გადასვლამდე ''ლილის'' საფეხბურთო სკოლაში ასპარეზობდნენ.

ნიკოლოზმა პსჟ-ს რამდენიმე ამხანაგურ მატჩში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, პირველივე მატჩში რამდენიმე საგოლე პასის გაკეთება შეძლო და საბოლოოდ ფრანგული კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

15 წლის დამწყებმა ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ემოციური ტექსტი დაწერა:

''ლილიში'' თამაშის 6 წლის შემდეგ კლუბს ვტოვებ, ემოციური წუთებია ჩემს ცხოვრებაში. მადლობა მწვრთნელებს, მასწავლებლებს, თანაგუნდელებს. მუდამ მემახსოვრება მათი მხარდაჭერა, მათთან გატარებული დრო, მწვრთნელთაგან ნასწავლი პრინციპრები და მეთოდები, მუშაობის გემოვნება და ძალისხმევა, ასევე შეუპოვრობისა და უდრეკობის მნიშვნელობა.

მინდა გამოვთქვა მადლობა ჩემი მშობლებისადმი, გულშემატკივრებისადმი, ''ლილის'' სამწვრთნელო შტაბისადმი.

მუდამ მემახოსვრება ''ლილიში'' გატარებული 6 წელი, ახლი კი ახალ ეტაპზე გადავდივარ თავდაჯერებითა და დინამიკით.

ეს არის პარიზი, პარიზი არის საოცრება.''

ნიკოლოზ ქუთათელაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კანდიდატია.

ამჟამად საქართველოს 18-წლამდე ნაკრები თბილისურ შეკრებაზე იმყოფება, თუმცა გიორგი ყიფიანის რჩეულთა სიაში ნიკოლოზ ქუთათელაძე ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ნიკოლოზის ძმას, მიმდინარე წელს სანდრო ქუთათელაძე ''ლილის'' 10-წლამდე გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.



ნიკოლოზ ქუთათელაძის თამაშის ეპიზოდები ''ლილის'' მაისურით




სანდრო ქუთათელაძე ''სტად დე ფრანსზე''

ნახეთ მეტი...