კარატისტების გუნდური ბრინჯაო იზმირიდან

თურქეთის ქალაქ იზმიტში გაიმართა ევროპის მე-14 ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ქართველი კარატისტებიც გამოვიდნენ. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ კუმიტეში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობაზე ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ  - გოგიტა არქანია, ჰენრი ვეკუა, დავით პატარიძე, ირაკლი ტყებუჩავა და დავით ტყებუჩავა. საქართველოს დელეგაციას იზმიტში, აღმოსავლურ ორთაბრძოლათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია ხელმძღვანელობდა.

ნახეთ მეტი...