ნიკოლოზ თვაური შვედეთში პარამოცურავეთა ტურნირზე გამოვიდა

ქართველი პარამოცურავე ნიკოლოზ თვაური შვედეთში დასრულებულ სალიცენზიო პირველობაზე წარუმატებლად გამოვიდა. ნიკამ შეჯიბრების პირველ დღეს არასალიცენზიო დისციპლინაში, 50 მეტრზე ბრასით ცურვაში 41,03 წამი აჩვენა.

სამწვრთნელო შტაბის წევრებს, იმედი ჰქონდათ, რომ თვაური ტურნირის მეორე დღეს სალიცენზიო ქულების მომტან გაცურვაში სასურველი შედეგის ჩვენებას შეძლებდა, მაგრამ მან მოლოდინის გამართლება ვერც ამჯერად შეძლო და 50-ის მსგავსად100 მეტრზე ბრასით შეჯიბრებაზეც არასასურველი შედეგი აჩვენა. ამჯერად ქართველმა პარამოცურავემ 100 მეტრიანი დისტანცია წუთსა და 32,66 წამში დაფარა.

ნიკოლოზ თვაურს რიოს პარაოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლის შანსი მომავალ წელს დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირებზე ექნება.

mysports.ge

ნახეთ მეტი...