გლიკი „მონაკოელია“

„მონაკომ“ კამილ გლიკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგული კლუბის ვებგვერდი იუწყება, რომ პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.

28 წლის გლიკი „მონაკოში“ „ტორინოდან“ გადავიდა, სადაც 2011 წლიდან ასპარეზობდა და 208 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

გლიკი ევრო-2016-ზე პოლონეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. ის თავისი ქვეყნის ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე 2010 წლიდან იცავს და 44 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ნახეთ მეტი...