ვეინალდუმი ლივერპულელია

ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჟორჟიონიო ვეინალდუმი კარიერას „ლიივერპულში“ გააგრძელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, მერსისაიდელებმა 25 წლის ფეხბურთელში ჩემპიონშიპში დაქვეითებულ „ნიუკასლს“ დაახლოებით 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

ის „ნიუკასლს“ გასული სეზონის დაწყებამდე პსვ-დან 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა და „კაჭკაჭების“ რიგებში ჩატარებულ 38 მატჩში 11 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა.

ვეინალდუმმა „ლივერპულთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უახლოეს ხანში აშშ-ში გაფრინდება, რათა ახალ გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი გაიაროს.

ნახეთ მეტი...