ლაშა შავდათუაშვილი: "უფლება არ მქონდა, რუსთან ბრძოლაში სხვანაირად გამოვსულიყავი"

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, რიოში პირველი მედალი მოიპოვა. ლონდონის ოლიმიური თამაშების პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი ბრაზილიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელი, საგი მუკი იპონით დაამარცხა და კარიერაში მეორე ოლიმპიური მედალი მოიპოვა. 
საპრიზო ადგილისთვის ბრძოლამდე ყველაზე ემოციური ორთაბრძოლა, კარალეთელმა სპორტსმენმა რუს დენის იარცევს მოუგო. 

რიოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, MySports.Ge ლაშა შავდათუაშვილს ესაუბრა.

ლაშა შავდათუაშვილი: "ძალიან დიდი სიხარულია,როდესაც შეგიძლია შენი პატარა წვლილი შეიტანო ქვეყნისთვის კარგ საქმეში და რამდენიმე წამით მაინც დაავიწყო პრობლემები, შენს გულშემატკივრებს. რუსთან შეხვედრის დროს დაძაბული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ უფლება არ მქონდა არ მომეგო რუსისთვის, იქიდან გამომდინარე,რომ ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ბრძოლაში. მე არ მქონდა უფლება დღეს სხვანაირად გამოვსულიყავი ამ ბრძოლაში. წონა შევიცვალე ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ და ყოველთვის რთულია ახალ წონაში წარმატებით გამოსვლა. მაგრამ დიდი შრომის ხარჯზე შევძელი. რა თქმა უნდა მსურდა ოქროს მედალი, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი მედლის მოპოვება ნამდვილად დიდი წარმატებაა. ეს გამარჯვება მთელს ქვეყანას მინდა მივუძღვნა".



ნახეთ მეტი...