ნინო სალუქვაძის წარმატებული გამოსვლა რიოში (ფოტო)

ბრაზილიაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. საკვალიფიკაციო რაუნდში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონა წარმატებით იასპარეზა და გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა. მომდევნო ეტაპზე ქართველი სპორტსმენი 584. 18 ქულით გადავიდა, მეორე შედეგის მქონე ბერძენ ოლიმპიურ პრიზიორს. ანა კორაკაკის მხოლოდ 0.05 ქულით ჩამორჩა. საკვალიფიკაციო რაუნდის ლიდერი კი, ჩინელი ჟანგ ჯინჯინგი გახდა, მისმა მაჩვენებელმა 592.32 ქულა შეადგინა.

25 მეტრიან დისტანციაზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. ფინალური ეტაპზე რვა საუკეთესო შედეგის მქონე მსროლელი გადავიდა.

ნინო სალუქვაძე ამ დრომდე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია,რომელსაც სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული. 1988 წელს ქართველმა მსროლელმა სეულში, ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2008 წელს კი, პეკინში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ნინო სალუქვაძე ოლიმპიზმის ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია,რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე, შვილთან ერთად ერთ დისციპლინაში ასპარეზობს.

 

ნახეთ მეტი...