რიო 2016: ცრუ განგაში სასტუმროსთან, სადაც საქართველოს ოფიციალური პირები ცხოვრობენ

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე მდებარე სასტუმრო Windsor Excelsior-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქცება მოხდა. აღნიშნულ სასტუმროში ძირითადად ოლიმპიური თამაშების საპატიო სტუმრები არიან განთავსებული. მათ შორის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე უკრაინისა და ბელორუსის სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნები. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით აფეთქება ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე მოხდა, ადგილზე  სამაშველო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით გამნაღმველებმა იმ საეჭვო ჩანთის ლიკვიდაცია მოახდინეს,რომელიც სასტუმროს სიახლოვეს რამდენიმე საათის განმავლობაში იყო განთავსებული.

ნახეთ მეტი...