რიო 2016: "დღევანდელი შედეგი ჩემთვის იმედგაცრუებაა" - სანდრო ბაზაძე

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოფარიკავის დაბრუნება უიღბლო გამოდგა.

სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში პირველი ეტაპი დამაჯერებლად მოიგო. ქართველმა მოფარიკავემ მასპინძელ რენზო აგრესტას 15:3 სძლია. მეთექვსმეტედფინალში სანდრო ბაზაძე, სამხრეთ კორეელ კიმ ჯუნგვანს შეხვდა. აზიელმა სპორტსმენმა, ლონდონში 2012 წელს, გუნდური ოქრო მოიპოვა, 2015 წელს კი აზიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 32 წლის კიმ ჯუნგვანმა, საბოლოოდ ქართველი მოფარიკავე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა. აზიელი სპორტსმენი 14:11 იგებდა, სანდრო ბაზაზემ ანგარიში გაათანაბრებაც შეძლო, გადამწყვეტი ქულა კი სამხრეთ კორეელმა მოიპოვა და ორთაბრძოლა 15:14 დასრულდა. სამხრეთ კორეელი კიმი ,ნახევარფინალში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ, უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლის მოპოვება კი, არ გასჭირვებია და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ირანელი მოიტაპა აბედინი 15:8 დაამარცხა.

"წარმატების მჯეროდა, მაგრამ სამწუხაროდ, სადებიუტო ოლიმპიური თამაშები უიღბლო გამოდგა. იყო ტექნიკური ხარვეზიც, რამაც ხელი შემიშალა. დღევანდელი შედეგი ჩემთვის იმედგაცრუებაა, თუმცა მომდევნო ოლიმპიური თამაშებისთვის უფრო მონდომებით მოვემზადები და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მექნება მომდევნო ოლიმპიადაზე", - განაცხადა ბაზაძემ. 

ნახეთ მეტი...