ქართველი მსაჯის აღიარება რიოს ოლიმპიურ თამაშებზე (ვიდეო)

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები რიოში, გრანდიოზული დახურვის ცერემონიით დასრულდა.

საქართველომ ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსგავსად 7 მედალი მოიპოვა, თუმცა ხარისხობრივად რიოში ნაჩვენები შედეგი უკეთესი აღმოჩნდა. ბრაზილიაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სახელით 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენმა გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიგო. რიოს ოლიმპიური თამაშები, სპორტსმენთა ასპარეზობის გარდა, გამორჩეული იყო ქართველი მსაჯების მონაწილეობითაც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯი იმ 14 ადამიანს შორის მოხვდა,რომლებმაც ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმსაჯეს.



ვლადიმერ ნუცუბიძემ, იაპონელ ოსაკო აკინობუსთან ერთად, რიოში ოთხი ფინალური ორთაბრძოლა იმსაჯა, რაც საკმაოდ დიდი შედეგია. ვლადიმერ ნუცუბიძე, ქალთა შორის, 48 და 70 კილოგრამი წონითი კატეგორიების ფინალის მთავარი მსაჯი იყო, მამაკაცთა შორის კი, 66 და 100 კილოგრამი წონითი კატეგორიების გადამწყვეტი ორთაბრძოლები იმსაჯა. რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ერთადერთი იყო ევროპიდან,რომელმაც შვიდივე წონითი კატეგორიის ფინალურ ბლოკში იმსაჯა.

იხილეთ ინტერვიუ ვლადიმერ ნუცუბიძესთან, სადაც ის ქართველების ასპარეზობაზეც საუბრობს. 



ნახეთ მეტი...