ატლანტადან რიომდე: ჩვენი ოლიმპიელები ციფრებში

21 აგვისტოს რიოს XXXI-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა და ისტორიის კუთვნილება გახდა. დიდი ფორუმების, შეჯიბრებების დასრულების შემდეგ სტატისტიკის დათვლის, სხვდასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზის დრო დგება. ამბების, შემთხვევების, რომლებსაც ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას ნაკლები დრო და ყურადღება ექცევა, ან სულაც მეორე პლანზე გადადის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ციფრებია, ციფრები ქართული მედლების ჭრილში. აქამდე ჩატარებულ ოლიმპიადებთან პარალელის გავლება და ანალიზის გაკეთება.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი დამოუკიდებელი დროშის ქვეშ ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ატლანტაში წარდგა. პირველი მედალი ძიუდოისტ ოლეგ ლიპარტელიანს ეკუთვის, პირველი ოლიმპიური ოქროც ძიუდოისტის ანგარიშზეა - 2004 წელს ათენში ზურაბ ზვიადაურმა (90კგ) იჩემპიონა. ოქროების რაოდენობით საუკეთესო 2008 წელს პეკინში მოპოვებული სამი უმაღლესი სინჯის მედალი იყო, მაშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), მანუჩარ კვირკველია (ბრ.ჭიდაობა) და რევაზ მინდორაშვილი ავიდნენ.

დამოუკიდებელი დროშით ქართველმა ოლიმპიელებმა 8 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. მედლების რაოდენობით, ბოლო ორი ოლიმპიადა გამოირჩა  - ლონდონში და რიოში ჩვენმა დელეგაციამ 7-7 მედალი დაისაკუთრა. ყველაზე მეტი, სარეკორდო 40 მონაწილე რიოში იყო. 6 ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 32 მედალი მოიპოვა - 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.

ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებას სპორტის მხოლოდ 5 სახეობაში (ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა) მიაღწიეს, რაც ბევრის მთქმელია. მხოლოდ სპორტის ხუთ სახეობაში მოპოვებული მედლები, ძალიან ცოტაა, ქართული გუნდი ძირითადად ძალისმიერი სახეობების იმედზეა, თუმცა ამ თვალსაზირისით რიოში იმედის მომცემი ტენდენციაც გამოიკვეთა - სანდრო ბაზაძემ (ფარიკაობა), ზაზა ნადირაძემ (კანოე) და სალომე ფაჟავამ (ტანვარჯიში) ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. გასათვალისწინებელია, რომ სამივე ეს სპორტსმენი ახალგაზრდაა და ტოკიოში წარმატების მოპოვების მეტი შანსი ექნება...  სტატიის ბოლოს შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს, ატლანტის ოლიმპიური თამაშებიდან რიოს ოლიმპიადის ჩათვლით, ჩვენი ოლიმპიელების კონტექსტში.

 

1996

ატლანტა

 

1

ოლეგ ლიპარტელიანი

ძიუდო

ბრინჯაო

2

ელდარ-ლუკა კურტანიძე

თავ. ჭიდაობა

ბრინჯაო

სულ

36 მონაწილე

2 მედალოსანი

2 ბრინჯაო

             

 

2000

სიდნეი

 

1

გიორგი ვაზაგაშვილი

ძიუდო

ბრინჯაო

2

გიორგი ასანიძე

ძალოსნობა

ბრინჯაო

3

აკაკი ჩაჩუა

ბ/რ ჭიდაობა

ბრინჯაო

4

მუხრან ვახტანგაძე

ბ/რ ჭიდაობა

ბრინჯაო

5

ელდარ-ლუკა კურტანიძე

თავ. ჭიდაობა

ბრინჯაო

6

ვლადიმერ ჭანტურია

კრივი

ბრინჯაო

სულ

36 მონაწილე

მედალოსანი

6 ბრინჯაო

           

 

2004

ათენი

 

1

გიორგი ასანიძე

ძალოსნობა

ოქრო

2

ზურაბ ზვიადაური

ძიუდო

ოქრო

3

ნესტორ ხერგიანი

ძიუდო

ვერცხლი

4

რამაზ ნოზაძე

ბ/რ ჭიდაობა

ვერცხლი

სულ

33 მონაწილე

4 მედალოსანი

2 ოქრო
2 ვერცხლი

           

 

2008

პეკინი

 

1

მანუჩარ კვირკველია

ბ/რ. ჭიდაობა

ოქრო

2

ირაკლი ცირეკიძე

ძიუდო

ოქრო

3

რევაზ მინდორაშვილი

თავ. ჭიდაობა

ოქრო

4

ნინო სალუქვაძე

ტყვიის სროლა

ბრინჯაო

5

ოთარ თუშიშვილი

თავ. ჭიდაობა

ბრინჯაო

6

გიორგი გოგშელიძე

თავ. ჭიდაობა

ბრინჯაო

სულ

33 მონაწილე

მედალოსანი

3 ოქრო
3 ბრინჯაო

           

 

2012

ლონდონი

 

1

ლაშა შავდათუაშვილი

ძიუდო

ოქრო

2

დავით მოძმანაშვილი

თავ. ჭიდაობა

ვერცხლი

3

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

თავ. ჭიდაობა

ვერცხლი

4

რევაზ ლაშხი

ბ/რ ჭიდაობა

ვერცხლი

5

დავით მარსაგიშვილი

თავ. ჭიდაობა

ბრინჯაო

6

გიორგი გოგშელიძე

თავ. ჭიდაობა

ბრინჯაო

7

მაუნჩარ ცხადაია

ბ/რ ჭიდაობა

ბრინჯაო

 

     

სულ

 34 მონაწილე

7მედალოსანი

1 ოქრო
3 ვერცხლი
3 ბრინჯაო

             

 

2016        რიო

1   ლაშა ტალახაძე                                         ძალოსნობა                                            ოქრო
2   ვლადიმერ ხინჩეგაშვილი                            თავ. ჭიდაობა                                           ოქრო
3   ვარლამ ლიპარტელიანი                             ძიუდო                                                    ვერცხლი
4   ლაშა შავდათუაშვილი                                 ძიუდო                                                     ბრინჯაო
5   შმაგი ბოლქვაძე                                         ბრ. ჭიდაობა                                             ბრინჯაო
6   ირაკლი თურმანიძე                                    ძალოსნობა                                               ბრინჯაო
7   გენო პეტრიაშვილი                                    თავ. ჭიდაობა                                             ბრინჯაო

 

სულ   40 მონაწილე                                  7 მედალოსანი                                                                                                                                       2 ოქრო; 1 ვერცხლი; 4 ბრინჯაო
                                                                                                                                                                                                                                                  

 

ნახეთ მეტი...