რუსი ოლიმპიური ჩემპიონი მთავრობის მიერ ნაჩუქარ მანქანას ყიდის

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლებისთვის რუსეთის მთავრობამ სპორტსმენები BMW Х6-ის ტიპის ავტომობილებით დააჯილდოვა. 

ოლიმპიადის ტრიუმფატორებისთვის მანქანების გადაცემიდან საკმაოდ მცირე დროში კი, ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე სპორტსმენებისთვის გადაცემული ავტომობილის გაყიდვის თაობაზე გაჩნდა განცხადება. 

rsport.ru იუწყება, რომ ავტომობილი სინქრონულ ცურვაში რუსეთის ნაკრების წევრს ეკუთვნის. 

ნახეთ მეტი...