სააკაშვილი უკრაინის სპორტის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინელი სპორტსმენების ასპარეზობას გამოეხმაურა. 

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა და უკრაინელი სპორტსმენების ასპარეზობას კატასტროფული უწოდა, უკრაინის სპორტის მინისტრს კი გადადგომისკენ მოუწოდა. 

"უკრაინელმა სპორტსმენემბა ოლიმპიადაზე კატასტროფულად ცუდი რეზულტატი აჩვენეს. ჩვენ აზერიბაჯანმა, ყაზახეთმა, უნგრეთმა, კუბამ, კენიამ, იამაიკამ და სხვა უკრაინზე პატარა ქვეყნებმა გვაჯობეს. საქართველოს, რომელიც უკრაინზე 10-ჯერ პატარაა, თითქმის იმდენივე მედალი აქვს, რამდენიც უკრაინას.

შედეგი უკრაინის უდიდეს სპორტულ პოტენციალს არ ასახავს. ვთვლი, რომ ასეთი რეზულტატის შემდეგ სპორტის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა ვეჭვობ, რომ იმ შეთანხმების საფუძველზე, რომლის შედეგადაც მთავრობა დაკომპლექტდა, ეს არ მოხდება", - წერს სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას აქტიურად გამოეხმაურა რუსული მედია. 


 

ნახეთ მეტი...