საქართველოს ნაკრების მზადების მეორე დღე (ვიდეო)

აქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით შეკრების დაწყებიდან მეორე დღეს 23-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ნაკრების საწვრთნელ პროცესს უკვე შეურთდნენ ჯანო ანანიძე,გიორგი ჭანტურია და გიორგი მაკარიძე.

ვაკო ყაზაიშვილმა გუშინდელი ვარჯიში ვარშავაში გამგზავრებისა და „ლეგიასთან“ კონტრაქტის გაფორმების გამო გამოტოვა. პოლონეთის ჩემპიონი კლუბის ფეხბურთელი ნაკრებს ხვალ შეურთდება. კიდევ ერთი ფეხბურთელი, ოთარ კაკაბაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშს 31 აგვისტოდან დაიწყებს. ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)

მედიის საყურადღებოდ, ავსტრიასთან მატჩისთვის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, 1 სექტემბერს, მედიის წარმომადგენლებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან გასაუბრებისა და ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა ექნებათ. დამატებითი ინფორმაციისათვის წინასწარ დაუკავშირდით სფფ-ს პრესსამსახურს: media@gff.ge; 577171761.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში ბმულზე tkt.ge/georgiavsaustria და დინამო არენას სალაროებში იყიდება.

სფფ-ს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...