ზვიად გოგოჭური პარალიმპიური თამაშების ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი, ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. 

1/4-ფინალში, არგენტინელ ხორხე ლენსინას იპონით დამარცხების შემდეგ, გოგოჭურმა 1/2-ფინალში ამერიკელი დარტანიონ კროკეტი შებოჭა და ფინალის საგზური მოიპოვა. 

გადამწყვეტ შეხვედრაში 29 წლის ზვიად გოგოჭური უკრაინელ ოლექსანდრ ნაზარენკოს შეხვდება.

ნახეთ მეტი...