საქართველოს პირველი ოქრო პარალიმპიურ თამაშებზე (ვიდეო)

რიოს პარალიმპიური თამაშების ფინალში ქართველი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური უკრაინელ ოლექსანდრ ნაზარენკოს დაუპირისპირდა.

გამარჯვება 29 წლის ქართველ სპორტსმენს დარჩა.

პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით პირველი მედალი სწორედ გოგოჭურმა მოიპოვა. სასიხარულოა, რომ პირველი მედალი ოქროსი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, 1/4-ფინალში, არგენტინელ ხორხე ლენსინას იპონით დამარცხების შემდეგ, გოგოჭურმა 1/2-ფინალში ამერიკელი დარტანიონ კროკეტი შებოჭა და ფინალის საგზური მოიპოვა.

გოგოჭურის გამარჯვება ნახევარფინალში

ნახეთ მეტი...