ბათუმმა კარატეს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

10-11 სექტემბერს კარატეს საერთაშორისო ტურნირი Batumi Cup 2016 გაიმართა. ტურნირის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. Batumi Cup 2016 - ს საპატიო სტუმარი წელს მსოფლიო კარატეს ფედერაციის სპორტული კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ ბენეტელო (იტალია) იყო. გახსნის ცერემონიალზე გაიმართა შეჯიბრებები, ასევე გამარჯვებულთა დაჯილდოება. გამარჯვებულებს ჯილდოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადასცა. 


კარატეს საერთაშორისო ტურნირი ბათუმში საქართველოს კარატეს ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში შემავალი კლუბები ქვეყნის ყველა რეგიონში მოღვაწეობენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სულ ოთხი "ა" კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ტარდება, რომელთაგან აჭარა ყოველ წელს ტრადიციულად მასპინძლობს ბათუმის საერთაშორისო ტურნირს. საქართველოს ეროვნული ფედერაცია მსოფლიო კარატეს ფედერაციის წევრია, რომლის ეგდითაც კარატე შეყვანილ იქნა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ტურნირის მონაწილეებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ნახეთ მეტი...