
ქართველების ''ახნასის'' გასვლითი ფრე
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის, პირველი დივიზიონის მე-3 ტურში ლიმასოლის აელი შინ “ახნასს’’ დაუზავდა (0:0).
“ახნასის’’ სასტარტო შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე 19 წლის ნიკოლაი ყიფიანი მოხვდა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს.
“ახნასის’’ შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ სრულად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელები გიორგი ილურიძე და გია გრიგალავა სათადარიგოთა სკამზე სხდომით შემოიფარგლნენ.
14-გუნდიან ლიგაში “ახნასი’’ 1 ქულით მე-13 ადგილზეა.
- გამოქვეყნდა : სექტემბერი 12, 2016 23:56
- ავტორი: დიმა შარიქაძე
- კატეგორია: ფეხბურთი, საქართველო, ფეხბურთი, ლეგიონერი
- ნახვა: 8480
-
კომენტარები