რიოში ირანელი პარალიმპიელი გარდაიცვალა

ირანელი ველომრბოლელი ბაჰმან გოლბარნეჟადი რიოს პარალიმპიურ თამაშებზე გარდაიცვალა. 

48 წლის პარასპორტსენმა დაცემის შემდეგ თავი დაიზიანა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ირანელმა გული შეტევა მიიღო და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს. 

ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ოლიმპიურ სოფელში ირანის დროშა დაუშვეს, პარალიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე კი ირანელი სპორტსმენის ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ. 

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებთ, პარალიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

გოლბარნეჟადი პირველი სპორტსმენია, რომელიც პარალიმპიური თამაშების მსვლელობისას გარდაიცვალა. 

რიოს პარალიმპიური თამაშების დღეს, 18 სექტემბერს დასრულდება. 

ნახეთ მეტი...