ტაისონ გეის 15 წლის გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ამერიკელი სპორტსმენის თინეიჯერი გოგონა კენტუკის შტატის ქალაქ ლექსინგტონში მოკლეს. 

15 წლის ტრინიტი გეის, ტყვია ყელის არეში რესტორნის ავტოსადგომზე მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორ ავტომობილში  მსხდომ პირებს შორის სროლა დაიწყო, მოზარდი კი ინციდენტს შემთხვევით შეესწრო.

ტრინიტი გეი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

15 წლის ტრინიტი გეი სპრინტერი იყო და მამის მსგავსად დიდ სპორტულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. 

34 წლის ამერიკელი ტაისონ გეი, სპრინტში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და ლონდონისა და რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.

ნახეთ მეტი...