ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონატზე გამოვა


11-13 ნოემბერს საჩხერეში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება.

ტურნირში, რომელიც ტრადიციულად წარმომადგენლობითი და ყოველთვის საინტერესოა, წელს მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლოის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ასევე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე მიიღებენ.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენაში დაეხმარება.

საქართველოს ჩემპიონატში წელს მონაწილეობას 80 სპორტსმენზე მეტი მიიღებს სხვადასხვა რეგიონიდან 8 წონითი კატეგორიაში. კონკურსის გარეშე, ტურნირში ჩაერთვება ქუვეითის ნაკრებიც, რომელიც ამ ეტაპზე ბაზალეთზე შეკრებას გადის.

ჩემპიონატი 11 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება.

www.msy.gov.ge

ნახეთ მეტი...