ტრაგედია ახალ ზელანდიაში - ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა (ვიდეო)

ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მორაგბე ჯონა ლომუ ოკლენდში გარდაიცვალა. ინფორმაცია სპორტსმენის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ ახალი ზელანდიის ნაკრების მედიკოსთა ჯგუფმა დაადასტურა. ერთ-ერთი ვერსიით სპორტსმენს თირკმლის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ჯონა ლომუ ინგლისის მსოფლიო თასის შემდეგ დუბაიში ისვენებდა, ახალ ზელანდიაში კი სამშაბათს ჩავიდა.  ინგლისში ჩატარებულ მსოფლიო თასზე სპორტსმენი სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო ღონისძიებაში მონაწილეობდა. ლეგენდარულ სპორტსმენს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

ნახეთ მეტი...