საჩხერეში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

საჩხერეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას 80-ზე მეტი სპორტსმენი იღებს.

ჩემპიონატი 56 კილოგრამ წონითი კატეგორიით დაიწყო. ოქროს მედალი 218 (100+118) კილოგრამით საჩხერელმა გიორგი დოკვაძემ აიღო. მეორეზე გავიდა  ქუთაისელი გურამ გიორბელიძე, რომელმაც ორჭიდში 211 (94+117) კილოგრამი დააფიქსირა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აჭარელმა ზაზა ფუტკარაძემ (209, 96+113).

62 კილოგრამში პირველ ადგილე შოთა მიშველიძე (ქუთაისი) გავიდა. მისი შედეგი 271 (129+142) კილოგრამი იყო. მომდევნო საპრიზო ადგილები დაიკავეს - რამინ შამილიშვილმა (აჭარა, 263, 120+143) და გოდერძი ბერდელიძემ (საჩხერე, 257, 120+137).

კვირას, ტურნირის ბოლო დღეს მძმე წონაში გამოვა ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე.

ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

ნახეთ მეტი...