საქართველოს პრეზიდენტმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები თავისუფალი სტილის ჭიდაობაში და ძალოსნობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ჯილდოები სპორტსმენებს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ლაშა ტალახაძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნაზე გადასცა.

ამავდროულად, სეოკ-ის შტაბ-ბინაში ვლადიმერ ხინჩეგაჩვილსა და ლაშა ტალახაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. ასევე მოხდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ ფულადი ჯილდოს 50000 ლარის ოდენობით გადაცემა.

ნახეთ მეტი...