ლევან კობიაშვილის თანადგომის წერილი ბრაზილიელ ხალხს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასა და დაღუპულთა ოჯახებს კოლუმბიაში მომხდარი ტრაგედიის გამო თანადგომა გამოუცხადა.

ლევან კობიაშვილი: "ვწუხვარ კოლუმბიაში მომხდარი ტრაგედიის გამო. სამგზავრო თვითმფრინავში, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, ეკიპაჟის წევრებთან და სხვა მგზავრებთან ერთად ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის „შაპოკოენსეს“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

მსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, თანადგომა გამოვუცხადო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას და გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს".

ნახეთ მეტი...