ფუტსალის ლიგა: სატურნირო ცხრილში დაუმარცხებელი „სამეული“ ლიდერობს

23 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. 2016 წელს, გუნდებმა ბოლო სათამაშო დღე გამართეს.

2016 წლის დასკვნითი სათამაშო დღე, უხვგოლიანი შეხვედრით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონატის ორი აუტსაიდერი იბსუ და მგლები დაუპირისპირდნენ. მოლოდინისამებრ მატჩი საკმაოდ გახსნილი გამოდგა და საბოლოოდ მგლების გამარჯვებით 11-6 დასრულდა. ეს ამ გუნდის პირველი სამი ქულაა მიმდინარე გათამაშებაში, სტუდენტებს კი ქულების მოპოვებაზე ფიქრი უკვე 2017 წლიდან მოუწევთ. გამარჯვებულთა რიგებში 5 გოლით გამოირჩა, მათი საუკეთესო ფეხბურთელი სერგი მაჭარაშვილი, რომელიც 13 გოლით ჩაუდგა კიდეც სათავეში ბომბარდირთა დავას.

წარმატებულ სერიას განაგრძობს მფკ აგორა, რომელმაც ზედიზედ მესამე დამაჯერებელი გამარჯვება თბილისი ვარიორსის წინააღმდეგ მოიპოვა - 8-1. აღსანიშნავია, რომ  ასეთი ანგარიში დიდწილად, შეტევის დასკვნით ფაზაში „მებრძოლების“ უყურადღებო და უზუსტო თამაშმა განაპირობა, რაც არანაირად არ აკნინებს აგორას ფეხბურთელების დამსხურებულ გამარჯვებას, რაშიც გამორჩეული წვლილი, მათ შემტევს, დავით გეგეშიძეს მიუძღვის, რომელმაც წელი „ჰეთ თრიკით“ დაასრულა.

უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა მფკ თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბის დაპირისპირება. მიუხედავად წინა ოთხ ტურში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულისა, „სტუდენტების“ ასპარეზობიდან გამომდინარე, მატჩამდე მცირე უპირატესობა მათ მხარეს იხრებოდა, რასაც ემატებოდა წინა სამ ტურში „დედაქალაქელთა“ წარუმატებელი გამოსვლა, თუმცა შეხვედრაში მოვლენები საპირისპიროდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძლებმა მინი ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 2-1 სძლიეს მეტოქეს. პირველი ნახევარი თბილისის უპირატესობით წარიმართა და რამოდენიმე ვერ გამოყენებული საგოლე მომენტის შემდეგ, მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნეს, თავი მირიან ჯანგავაძემ გამოიჩინა. თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე 33 წამით ადრე, გიორგი მამულაძემ მეტოქის კარის მიმართულებით პირველივე დარტყმა, გამათანაბრებელ გოლად აქცია. მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა, თუმცა გაცილებით უკეთ „ბათუმელი სტუდენტები“  გამოიყურებოდნენ და რომ არა, რამოდენიმე ეპიზოდში მასპინძელთა კიპერის, ირაკლი გედენიძის ბრწყინვალე თამაში, შესაძლოა შეხვედრა სულ სხვა სცენარით განვითარებულიყო. მიუხედავად ამისა, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ნიკოლოზ ღუდუშაურის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, მანუკ მხითარიანმა, როგორც შემდეგ გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ამის შემდეგ უკვე ფავორიტთა ჯერი დადგა. მფკ ტატიშვილი დინამო ბათუმს დაუპირისპირდა და ფაქტიურად უშანსოდ, 9-1 დაამარცხა, რითიც ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ახალ წელს ერთპიროვნული ლიდერის სტატუსით ხვდება. სამი გოლია „მედიკოსების“ საუკეთესო ბომბარდირის, ლაშა სიგუნავას ანგარიშზე.

დამაჯერებლად იმარჯვა სტუ-თელასმაც, რომელმაც აფხაზეთს სძლია 8-1. თუმცა, რომ არა შექმნილი მომენტების რეალიზაციისას „შავი ზღვისპირელთა“ ფატალური უიღბლობა და უზუსტობა,  მინიმუმ, ანგარიშში ასეთი სხვაობა არ დაფიქსირდებოდა. როგორც წესი, გამოცდილი მეტოქე ასეთ შეცდომებს არ პატიობს ხოლმე. „ენერგეტიკოსებს“ ხუთი გატანილი გოლით, ფუტსალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, დავით ბობოხიძემ ულიდერა.

ამრიგად, ხუთუ ტურის შემდეგ 15 ქულით სატუნირო ცხრილს მფკ ტატიშვილი ლიდერობს, რომელსაც რი ქულით ჩამრცება სტუ-თელასი. 11 ქულით მესამე პოზიცია მფკ აგორას უკავია, რომელიც ლიდერების მსგავსად, წაუგებლად განაგრძობს ასპარეზობას.

ამ ტურის შემდეგ ფუტსალის ლიგაში ზამთრის შესვენება გამოცხადდა. სეზონი მომდევნო წლის 31 იანვარს, ბათუმში განახლდება.

25.12.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. V ტური

იბსუ - მფკ მგლები 6-11 (2-4)

გოლები: 05:08’ მაჭარაშვილი (0-1), 06:27’ ოვანესიანი (0-2), 08:15’ მამაცაშვილი (1-2), 14:56’გიორგობიანი (1-3), 15:24’ მამაცაშვილი (2-3), 15:52’მაჭარაშვილი (2-4), 25:06’ მაჭარაშვილი (2-5), 25:18’ მამაცაშვილი (3-5), 26:21’ მამაცაშვილი (4-5), 26:52’ მაჭარაშვილი (4-6), 28:42’ ხარატიშვილი (5-6), 30:50’ გიორგობიანი (5-7), 31:56’ ხაჭაპურიძე (5-8), 35:42’ მაჭარაშვილი (5-9), 36:52’ ოვანესიანი (5-10), 37:51’ სეფერთელაძე (6-10), 39:10’ გიორგობიანი (6-11)

გაფრთხილება: 25:46’ კაციტაძე (მგლ), 30:19’ ბუჯიაშვილი (იბსუ)

 

მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ აგორა 1-8 (0-2)

გოლები: 05:38’ დაჩანიძე (0-1), 10:24’ გიორგაია (0-2), 21:44’ ნინოშვილი (0-3), 22:05’ ალავიძე (0-4), 28:34’ გეგეშიძე (0-5), 29:34’ გეგეშიძე (0-6), 33:26’ ალავიძე (0-7), 37:45’ ხოსიტაშვილი (1-7), 38:46’ გეგეშიძე (1-8)

გაფრთხილება: 04:29’ ნინოშვილი (აგრ)

 

მფკ თბილისი - მფკ ბსუ(ბთ) 2-1 (1-1)

გოლები: 18:19’ ჯანგავაძე (1-0), 19:27’ მამულაძე (1-1), 34:58’ მხითარიანი (2-1)

გაფრთხილება: 29:27’ მხითარიანი (თბ), 35:12’ ჯალაღანია (ბსუ)

 

მფკ ტატიშვილი - მფკ დინამო (ბთ) 9-1 (5-0)

გოლები: 00:47’ კეკელია (1-0), 05:20’ ჭუმბურიძე (2-0), 09:10’ სიგუნავა (3-0), 12:54’ ჭუმბურიძე (4-0), 19:45’ სიგუნავა (5-0), 21:43’ ჭანუყვაძე (6-0), 28:17’ დოლიძე ს.კ. (7-0), 30:17’ სიგუნავა (8-0), 32:42’ შამილაძე (8-1), 35:46’ შამილაძე ს.კ. (9-1)

 

მფკ აფხაზეთი - მფკ სტუ-თელასი 1-8 (0-2)

გოლები: 02:01’ სებისკვერაძე (0-1), 18:17’ ბობოხიძე (0-2), 21:14’ ბობოხიძე (0-3), 24:11’ თოფურია (0-4), 28:44’ კვარაცხელია (1-4), 33:49’ ბობოხიძე (1-5)’ 37:40’ ბობოხიძე (1-6), 38:56’ სებისკვერაძე (1-7), 39:16’ ბობოხიძე (1-8)

 

ბომბარდირები: სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 13, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 12, დავით ბობოხიძე (თელასი) – 9, ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი), დავით ნინიძე (დინამო) – 8

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: Silk უნივერსალი, სპორტული ბრენდი SALLER, „წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პატნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,  სასტუმრო Bella Costa

მედია პარტნიორები: რადიოები - „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM,  „კომერსანტი 95,5“, ვებ პორტალები: sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო“ და სპორტული ჟურნალი „ათიანი“

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ნახეთ მეტი...