სპორტის სამინისტრო დღეს საუკეთესოებს დააჯილდოვებს

2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება.

26 დეკემბერს 20:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს " 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" დაჯილდოების ცერემონია.  

გამოვლინდება 2016 წლის საუკეთესო სპორტმენი, საუკეთესოები დაჯილდოვდებიან 9 ნომინაციაში, ასევე დაწესებულია 7 სპეციალური პრიზი. ღონისძიებას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, მოადგილეები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვებიან.

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "შვიდკაცა", ლიზა ბაგრატიონი, მარიამ როინიშვილი, მარიამ ნაჭყებია, სულხან ჯაიანი, ნატალია ქუთათელაძე, გიორგი გაგნიძე.

სტუმრების მიღება 19:00 საათიდან.

9 ნომინაცია

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი 
2) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი
3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში  
4) საუკეთესო მსაჯი
5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია
6) საუკეთესო გუნდი
7) საუკეთესო ქალი სპორტსმენი
8) საუკეთესო მწვრთნელი
9) საუკეთესო  სპორტსმენი

სპეციალური პრიზი

1) საუკეთესო სპორტული მენეჯერი
2) წლის აღმოჩენა 
3) საუკეთესო ლეგიონერი
4) სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
5) საუკეთესო ბიზნეს-კომპანია
6) რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის
8) საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები

სამინისტროს პრესსამსახური

ნახეთ მეტი...