12 თვის 12 მოვლენა

2016 წელი სპორტული სამყაროსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა. წარმატება, მოულოდნელობა, სიხარული, მარცხი, ტრაგედია, - როგორი იყო 2016 წელი სპორტული სამყაროსთვის, გთავაზობთ 12 თვის 12 მნიშვნელოვან მოვლენას.

იანვარი

2016 წლის დასაწყისში ქართული სპორტის ყველაზე პოპულარული თემა ზაზა ფაჩულია და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარკსლვავის მატჩი იყო. გულშემატკივართა გამოკითხვაში უამრავი ადამიანი ჩაერთო და საბოლოო ჯამში იმ დროს "დალასში" წარმატებით მოთამაშე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ოლ სტარტზე მოსახვედრად სულ ცოტა დააკლდა. ზაზა ფაჩულია 768 112 ხმით დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში მე-4 პოზიცია დაიკავა და სასტარო ხუთეულში მოსახვედრად მხოლოდ 14 000 ხმა დააკლდა.

12376393_10208555853798548_236484186097377455_n

თებერვალი

თებერვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა იყო. იგორ კოკოშკოვის ნაცვლად ეროვნულ გუნდს სათავეში ბერძენი სპეციალისტი,ილიას ზუროსი ჩაუდგა, რომლის თავკაცობითაც ქართველმა კალათბურთელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მონტენეგროს ძლიერ გუნდს სტუმრად სძლიეს



მარტი 

საკალათბურთო ნაკრების შემდეგ სამწვრთენლო შტაბი ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდშიც შეიცვალა. კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სლოვაკმა სპეციალისტმა, ვლადიმირ ვაისმა ჩაიაბარა, რომლის ხელმძღავნელობით საქართველოს ნაკრებმა 8 შეხვედრა გამართა: 1 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი. 



აპრილი

გაზაფხულის მეორე თვის გამორჩეული მოვლენის ავტორები ქართველი ძიუდოისტები გახდნენ. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მასპინძელ რუსეთის ნაკრებს სძლიეს და ყაზანში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. გადამაწყვეტ ორთაბრძოლაში ვარლამ ლიპარტელიანმა მოახერხა მეტოქის დამარცხება.



მაისი

მაისში ევროპის მასშტაბით ეროვნული ჩემპიონატები და ევროთასები დასრულდა, თუმცა გამორჩეული მაინც "ლესტერის" ჩემპიონობა იყო. პატარა გუნდის, რომლისგანაც წარმატებას არავინ ელოდა. კლაუდიო რანიერის შეგირდებმა შესანიშანვი სეზონი ტრიუმფით დაასრულეს და კლუბის 132-წლიანი ისტორიაში პირველად მოიპოვეს ინგლისის საუკეთესო გუნდის წოდება. 



ივნისი

საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულში 2016 წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენა, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა. მოულოდნელობებითა და სანახაობრივი მატჩებით დახუნძლული საერთაშორისო შეჯიბრი განსხვავებული ფორმატით (24 გუნდი) ჩატარდა და პორტუგალიელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დარჩენილი პორტუგალიელები მასპინძელ ფრანგებზე ძლიერები აღმოჩნდნენ. 

portugal euro 2016-ის სურათის შედეგი

ივლისი

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს. საზეიმო ღონისძიებაზე ქართველი ოლიმპიელები სამოსელი პირველის მიერ შეკერილი ფორმებით იყვნენ წარდგენილები. სწორედ რიოს ოლიმპიადის გახსნისთვის შეკერილმა ფორმებმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. საზოგადოება ქართველი სპორტსმენების ოლიმპიურ სამოსს უარყოფითად შეხვდა და სოციალურ ქსელში მასშტაბური განხილვა მოჰყვა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განმარტებით კი, ოლიმპიელებისთვის სამოსის შეკერვისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გამახვილდა.



აგვისტო

აგვისტოში წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, ოლიმპიურ თამაშებს რიომ უმასპინძლა, სადაც ქართველი სპორტსმენები რეკორდული, რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი. რიოს 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია 40-მა ქართველმა სპორტის 13 სახეობაში მოიპოვა. ოლიმპიური თამაშები ქართველი სპორტსმენებისთვის მხოლოდ რაოდენობრივად არ ყოფილა გამორჩეული. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველომ ლიცენზია კანოეში და ფარიკაობაში მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ლიცენზიის მოპოვებასთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ზაზა ნადირაძე ქართველი გულშემატკივრების აღმოჩენა გახდა, მას ოლიმპიურ მედლამდე სულ ცოტა დააკლდა, მოგვიანებით კი სპორტის სამინისტროსგან სპეციალური ჯილდო - წლის აღმოჩენაც გადაეცა.

პირველად ოლიმპიზმის ისტორიაში, რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა დედა-შვილმა ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა მიიღეს, რაც არც მსოფლიო პრესისთვის დარჩენილა უყურადღებოდ.

წარმატებასთან ერთად ოლიმპიურ თამაშებს ქართველი გულშემატკივრისთვის იმედგაცრუებაც ახლდა თან. ყველაზე მოულოდნელი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილის უმედლოდ დარჩენა იყო, რომელიც ნახევარფინალამდე თითქოს აუღელვებლად გავიდა, თუმცა ნახევარფინალში ამერიკელ მეტოქესთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

პირველი მედალი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. დამამშვიდებელ რაუნდში 8 აგვისტოს გორელმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება ემოციური ჟესტით აღნიშნა.

ემოციური იყო ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორის, ვარლამ ლიპარტელიანის დაჯილდოებაც, რომელმაც ფინალში განცდილი მარცხის გამო დაჯილდოების ცერემონიაზე ცრემლები ვერ შეიკავა.

ძალოსნობაში კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა. მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი, ლაშა ტალახაძემ კი ოქროს მედალი მოიპოვა. შთამბეჭდავი იყო ტალახაძის გამოსვლა, რომელმაც მსოფლიოს რეკორდი მოხსნა და ოლიმპიურ ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცის წოდებაც მიენიჭა.

შემდეგ კი ჯერი მოჭიდავეებზე დადგა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა ოქროს მედლამდე, თუმცა მსაჯისა და პირადი შეცდომის გამო მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. სწორედ შედცომის გამო დარჩე გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედლის გარეშე და მანაც ბრინჯაოს მედალი 29 წამში მოიგო. ოქროს მედალი კი 2012 წლის ვერცხლის პრიზიორმა, ლადო ხინჩეგაშვილმა მოიპოვა და მედალს გემოც გაუსინჯა.

საერთო ჯამში ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიურ თამაშებზე სლოგანი „უკეთ, ვიდრე ლონდონში“ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ლონდონის ოლიმპიადის მსგავსად 7 მედალი მოიპოვეს, ხარისხი გაუმჯობესდა და 1-ის მაგივრად 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველომ კი არაოფიციალურ ჩათვლაში 207 ქვეყნიდან 38-ე ადგილი დაიკავა.

სექტემბერი

ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჯერი პარალიმპიურ თამაშებზე დადგა. პარალიმპიური თამაშებიც საქართველოსთვის სარეკორდო აღმოჩნდა,მონაწილე სპორტსმენების რაოდენობის თვალსაზრისით. საქართველოს სახელს 5 პარალიმპიელი იცავდა. დოპინგ სკანდალის გამო რუსი სპორტსმენები შეჯიბრიდან მოიხსნენ, შანსი კი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს, წოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძეს და პარამშვილდოსნობასი ვანო წიკლაურს მიეცათ.

ისტორიული იყო პარალიმპიური საქართველოსთვის. ჩვენმა ქვეყანამ პარალიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა. პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ოქტომბერი

ოქტომბერში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ტომაშ ბერდიხზე გამარჯვება იყო. ბასილაშვილმა პირველად მსოფლიო რეიტინგის ათეულის ჩოგბურთელი დაამარცხა. დრამატული შეხვედრა 2 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა, Erste Bank-ის ტურნირის ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში კი გამარჯვება სწორედ ქართველ ჩოგბურთელს 3 სეტში ანგარიშით 6:4; 6:7(5:7); 7:5  დარჩა.

ნოემბერი

ნოემბერში ძალიან ახლოს იყვნენ ბორჯღალოსნები ისტორიულ შედეგამდე. ქართველ მორაგბეებს ჰქონდათ შანსი მსოფლიო რაგბის რეიტინგში ათეულში შესვლისა. ივნისში ქართველმა მორაგბეებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და რეიტინგში მე-11 აგილზე გადაინაცვლეს, თუმცა ნოემბრის ტესტმატჩების შემდეგ მე-12 პოზიცია დაიკავეს. ნოემბრის ტესტმატჩებში ბორჯღალოსნებმა იაპონიასა და სამოას უმასპინძლეს, 6 ერის გუნდ შოტლანდიას კი ესტუმრნენ. იაპონიასთან საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა სამოასთან შეცდომები გამოასწორედ და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაში მიხეილ მესხის სტადიონი გულშემატკივარმა ბოლომდე გაავსო. შოტლანდიაში კი, რა თქმა უნდა, ფავორიტები მასპინძლები იყვნენ და სწორედ მათ დარჩათ გამარჯვება, თუმცა ბორჯღალოსანთა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ შესანიშნავად ითამაშა და ძლიერ მეტოქეს 2 ლელოც დაუდო.

დეკემბერი

წლის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა. კოლუმბიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, 71 დაღუპული და 6 გადარჩენილი ადამიანი. ბრაზილიური კლუბი „შაპეკოენსე“ სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ მიემგავრებოდა... ტრაგიკულმა შემთხვევამ კი კლუბის თითქმის ყველა ფეხბურთელი იმსხვერპლა. ავიაკატასტროფას მხოლოდ 3 ფეხბურთელი გადაურჩა... „შაპეკოენსემ“ მთელი საფეხბურთო სამყარო გააერთიანა და უპრეცენდენტო სოლიდარობა გამოიჩინა. ვარსკვლავები, რომლებიც ფეხბურთელების გარეშე დარჩენილ კლუბს თავიანთ თავს სთავაზობდნენ და დიდი კლუბები, რომლებიც „შაპეკოენსეს“ სათამაშოდ ეპატიჟებოდნენ. სუდამერიკანას ფინალში „შაპეკოენსეს“ მეტოქე, „ატლეტიკო ნასიონალის“ ინიციატივით კი თასი სწორედ ბრაზილიურ კლუბს გადაეცა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი არასაკმარისი საწვავი იყო. სამართალდამცვაბემა კი ავიაკომპანიის დირექტორი დააკავეს და საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი...