''შაპეკოენსემ'' ავიაკატასტროფის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ავიაკატასტროფაში მოხვედრილი ბრაზილიური კლუბი "შაპეკოენსე" ტრაგედიის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

შაპეკოს 22-ათასიან სტადიონზე "პალმეირასა" და "შაპეკოენსეს" შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა კი ტრაგედიის შემდეგ "შაპეკოენსეს" პირველი გოლი იხილეს.

მატჩის დაწყებამდე კოპა სუდამერიკანას თასი კატასტროფას გადარჩენილმა ფეხბურთელებმა, ალან რუშელმა, ჰელიო ნეტომ და ჯექსონ ფოლმანმა წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური კლუბი სათამაშოდ კოლუმბიაში სწორედ კოპა სუდამერიკანას ფინალის "ატლეტიკო ნასიონალთან" სათამაშოდ მიემგზავრებოდა. 

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი გადარჩა. გადარჩენილთა შორის 3 ფეხბურთელი, 1 ჟურნალისტი და ეკიპაჟის 2 წევრია. ფეხბურთელების გარეშე დარჩენილი "შაპეკოენსე" კი 20 ახალი მოთამაშით დაკომპლექსდა, უმრავლესობა კი ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურდა.























ნახეთ მეტი...